ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური: ფოტოები საარჩევნო უბნებიდან

საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური იმართება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი
Sputnik
საქართველოში შაბათს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.
დილის 08:00 საათიდან საარჩევნო უბნები გაიხსნა.
მეორე ტურში მოსახლეობა აირჩევს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერებს, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში - 42 მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოში.
1 / 12

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - საარჩევნო უბნები ქვეყანაში დილის 08:00 საათზე გაიხსნა

2 / 12

არჩევნების შედეგები, ამომრჩევლის აქტივობის მიუხედავად, ძალაში შევა

3 / 12

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა დილიდანვე შეიმჩნეოდა

4 / 12

მეორე ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 2 088 722 ადამიანია

5 / 12

გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი

6 / 12

სიტუაცია უბნებზე მშვიდია

7 / 12

პანდემიის გამო, ამომრჩევლებიც და დამკვირვებლებიც ვალდებულები არიან ატარონ პირბადეები

8 / 12

ამომრჩევლების რეგისტრაციისა და შემოწმების პროცედურა ჩვეულ რეჟიმში გაიმართა

9 / 12

ქვეყნის მოსახლეობა ირჩევს 5 ქალაქისა და 15 მუნიციპალიტეტის მერს

10 / 12

24 ოლქში უნდა აირჩეს 42 მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში

11 / 12

კორონავირუსით დაავადებულებს საავადმყოფოებსა და სახლებში მიუტანენ საარჩევნო ბიულეტენსა და ყუთს

12 / 12

არჩევნებს აკვირდება 52 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებშიც ჯამში 1 102 ადამიანი შედის