თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობამ 49,9% შეადგინა, ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩვნო კომისია ავრცელებს.
საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიცია 1.025.406 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ცესკოს მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებული ამომრჩევლის 47,7%-მა, რაც 478. 642 ამომრჩეველია.
ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა – 59,9%. ყველაზე დაბალი აქტივობა კი მცხეთა-მთიანეთში იყო – 43,2%.
რაც შეეხება დიდ ქალაქებს, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
რუსთავი – 49,63%
ქუთაისი – 45,45%
ფოთი – 49,7%
ბათუმი – 52%
ზუგდიდი–45,28%.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.