საქართველოს მოქალაქეებმა შაბათს 20 ქალაქისა და რაიონის მერები აირჩიეს. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, არჩევნები 42 რაიონში გაიმართება.
ზუგდიდის რაიონის მერობისათვის „ქართული ოცნების“ მხრიდან იბრძოდა მამუკა წოწერია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო ანზორ მელია.
ჩხუბები, შეტაკებები და ჩივილი - დარღვევების შესახებ ინფორმაციები დილიდან ვრცელდებოდა ზუგდიდის სხვადასხვა უბნებიდან.