თბილისში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის დღეებში საქართველოს დედაქალაქში სხვადასხვა ქვეყნიდან მულტიპლიკატორები შეიკრიბებიან.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალ TIAF- 2021-ს კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია 30 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს ნაჩვენები იქნება მრავალი საერთაშორისო პრიზის მფლობელი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი The Crossing.
მთავარი პრიზის სახით გამარჯვებულები მიიღებენ ქართული მითოლოგიური გმირის დევის ქანდაკებას.
TIAF-ის ფარგლებში გაიმართება თემატური მასტერ-კლასები, ფილმების ჩვენებები, ფილმების ავტორებთან შეხვედრები და გამოფენები.
ფესტივალის მთავარი მიზნობრივი აუდიტორიაა ახალგაზრდები და მოზარდები, ამიტომაც მის პროგრამაში შესულია საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები.
ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია 30 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში გაიმართება.
თბილისის ანიმაციური ფილმების ფესტივალი TIAF-2021 2 ნოემბერს დასრულდება.