საქართველოს თასის ნახევარფინალი ფეხბურთში – კენჭისყრის შედეგები

თასის გათამაშების ფინალური მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში საქართველოს თასის ნახევარფინალის კენჭისყრა გაიმართა.
კენჭისყრის შედეგებით, ქობულეთის „შუქურა“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო თბილისის „საბურთალო“ თავის მოედანზე ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ორივე ნახევარფინალური მატჩი 24 ნოემბერს გაიმართება. ფინალისტები ამავე დღეს, ერთი მატჩით გამოვლინდებიან.
საქართველოს თასზე გასული ოთხივე კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.
კენჭისყრის დროს ასევე გაირკვა, რომ თასის ამჟამინდელი გათამაშების ფინალური მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი მფლობელია „საბურთალო“.