COVID-19 - ბოლო ცნობები

3,9 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 652.505 ადამიანი. ჩატარებულია 1.970.109 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.023 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.965-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 711.255-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 652.505 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.627), გარდაიცვალა – 9.961 (ბოლო 24 საათში – 43). კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.330 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.059 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 48.513 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30.303, PCR–ტესტით – 18.210.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 8,87%.
სულ ჩატარებულია 1.970.109 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.023 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.