ჯულია 54 წლის გახდა – მსახიობმა დაბადების დღე მეგობრებთან ერთად ავსტრალიაში აღნიშნა

Sputnik
მსახიობი ჯულია რობერტსი 28 ოქტომბერს 54 წლის გახდა. როგორც ცნობილია, ის, ჯორჯ კლუნი და მათი ოჯახები ავსტრალიაში, სიდნეიში იმყოფებიან. მალე ახალი რომანტიკული ფილმის „ბილეთი სამოთხეში“ გადაღებები დაიწყება.
ჯულიამ გადაღებების დაწყებამდე ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს, თუმცა, როგორც ჩანს, მსახიობისთვის ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.
თვითიზოლაციის პერიოდს ის ოჯახთან, მეგობრებთან და გადამღებ ჯგუფთან ერთად სიდნეის პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლში ატარებს, რომლის ღირებულებაც 56,9 მილიონ დოლარს შეადგენს.
სწორედ ამ სახლში აღნიშნავს მშვენიერი ჯულია 54-ე იუბილეს. სულ ცოტა ხნის წინ ფოტოები გავრცელდა – მის სახლთან დიდი სამზადისი იყო, ფლორისტები ყვავილების თაიგულებს ეზიდებოდნენ და, როგორც ჩანს, დიდი წვეულება დაიგეგმა.