ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა დროდადრო ხელმომწერებს საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ კადრებს მაინც უზიარებს. ის ხატვითაა გატაცებული და „ინსტაგრამის“ გვერდზე ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნახატებს.
ცოტა ხნის წინ ცოტნე კორეაში ბერა ივანიშვილთან იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბერა ოჯახთან ერთად უკვე გაზაფხულის შემდეგ ცხოვრობს.
ამჯერად კი ცოტნე უფროს ძმასთან უტა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: „დიდი ძმა“ – წერს ცოტნე. ცოტნე და უტა საფრანგეთში, პარიზში იმყოფებიან და ეიფელის კოშკის წინ გადაღებულ კადრებს ხელმომწერებსაც უზიარებენ.
ბიძინა ივანიშვილს ოთხი შვილი ჰყავს. უტა და გვანცა, ბერასა და ცოტნესგან განსხვავებით, სოციალურ ქსელებში ნაკლებად აქტიურები არიან და მათი ფოტოები ძნელად მოიპოვება ინტერნეტ-სივრცეში.