მსოფლიო დღეს

ვაქცინის მსგავსად: მეცნიერებმა მწვანე ჩაის პარადოქსული თვისება დაადგინეს

Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ორგანიზმზე მწვანე ჩაის ზემოქმედების მექანიზმი იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ მეცნერებს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ციურიხელი სწავლულები, რომელთა კვლევის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში Aging.
მწვანე ჩაი რომ მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მეცნიერებისთვის ეს დიდი ხანია ცნობილია. ეს სასმელი შეიცავს კატეხინებს, რომლებიც დაბერების პროცესს ანელებს.
სვით ერთად და დიდი რაოდენობით: დადგინდა მწვანე ჩაისა და ყავის სარგებელი დიაბეტიანებისთვის
მიიჩნეოდა, რომ კატეხინები – ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ორგანიზმში ჟანგბადის აგრესიული თავისუფალი რადიკალებით გამოწვეულ დაჟანგვით სტრესს აღკვეთს. ანუ უჯრედებსა და დნმ-ს დაზიანებისგან იცავს.
მაგრამ ციურიხელმა მკვლევარებმა ყურადღებით შეისწავლეს კატეხინების ზემოქმედება და მივიდნენ პარადოქსულ დასკვნამდე: იმის ნაცვლად, რომ დაჟანგვითი სტრესი დათრგუნოს, მწვანე ჩაის პოლიფენოლები, პირიქით, ხელს უწყობს მას.

„ეს უფრო ანტიქოსიდანტები კი არა, პროოქსიდანტებია, რომლებიც ვაქცინის მსგავსად აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვის უნარს“, — განმარტა მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაიკლ რისტოუმ.

მისი თქმით, დამჟანგავი სტრესის ხანმოკლე მატება საშუალებას აძლევს ორგანიზმს, მოერგოს ამ მავნე პროცესს და გააძლიეროს უჯრედების დაცვის შესაძლებლობები.
პროფესორი რისტოუ სწორედ მწვანე ჩაის სმის რეკომენდაცია იძლევა, ვინაიდან, მისი თქმით, ფერმენტაციის გამო შავ ჩაიში სასარგებლო პროოქსიდანტები იშლება.