თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის, ჩაჩავას და შალვა გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, გაზაფხულის, კამანის, იოველ ჯებაშვილის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.