„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქცია თბილისში – ფოტო

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქის ცენტრში აქცია გამართა.
Sputnik
ასეთი მასშტაბის აქცია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ გაუმართავს. მმართველმა პარტიამ რეგიონებიდან საკუთარი მხარდამჭერების ტრანსპორტირება უზრუნველყო. ავტოკოლონები თბილისის მიმართულებით დილიდან დაიძრა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს მოსახლეობა აირჩევს 20 ქალაქის და რაიონის მერს, ასევე საკრებულოს დეპუტატებს 15 მუნიციპალიტეტში.
1 / 12

თბილისის ცენტრში „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია გაიმართა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი დაესწრო

2 / 12

ეს იყო პირველი მასშტაბური აქცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ

3 / 12

მმართველმა პარტიამ რეგიონებიდან მხარდამჭერების ტრანსპორტირება უზრუნველყო

4 / 12

მმართველი პარტიის აქცია მასშტაბური იყო, თუმცა ერთ საათში დასრულდა

5 / 12

პოლიტიკური გამოსვლების დაწყებამდე აქციაზე მისულები შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა გაართეს

6 / 12

თავისუფლების მოედანი გადავსებული იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით

7 / 12

„ქართულმა ოცნებამ“ აქცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამართა

8 / 12

„დღეს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ თავისუფალი ადამიანები. ისინი, ვინც 2012 წელს აჩვენა, რომ სურთ სამართლიან, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა

9 / 12

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება

10 / 12

მოსახლეობა აირჩევს 20 ქალაქის და რაიონის მერს, ასევე საკრებულოს დეპუტატებს 15 მუნიციპალიტეტში

11 / 12

თითქმის ყველა ოლქში „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ უპირისპირდება

12 / 12

პარტიების წევრები და კანდიდატები მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ