თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. სოციალური ქსელი Facebook სახელწოდებას შეიცვლის - მისი ახალი სახელწოდება იქნება Meta, განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა.
„დღეიდან ჩვენი სახელწოდება იქნება Meta", - განაცხადა „მეტასამყაროს“ პრეზენტაციაზე ცუკერბერგმა.
მან ასევე წარადგინა კომპანიის ახალი ლოგო - მებიუსის ლურჯი ლენტის სახით.
„ადრე მომწონდა კლასიკური კვლევები, სიტყვა Meta ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს „შემდეგს“. ჩემთვის ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ყოველთვის შეგიძლია კიდევ რაღაც ააშენო“, - განაცხადა ცუკერბერგმა.
მისი თქმით, ახალი ბრენდი აქცენტს აკეთებს მეტასამყაროზე, სადაც ადამიანი უარს იტყვის ეკრანებზე და ვირტუალურ რეალობაში ყოფნის ეფექტს შეიგრძნობს.