დინოზავრმა გაეროს ტრიბუნიდან მიმართა მსოფლიო ლიდერებს – ვიდეო

ვიდეორგოლი გლობალურ დათბობასთან ბრძოლის შესახებ გლაზგოში კლიმატის კონფერენციის წინა დღეს გამოვიდა.
Sputnik
გაერომ წარმოადგინა ვიდეორგოლი, რომელშიც ქვეყნების დელეგაციებსა და მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს დინოზავრი მიმართავს სიტყვით. ვიდეო შეიქმნა გაეროს კამპანიის „არ აირჩიოთ გადაშენება“ ფარგლებში .
პრეისტორიულმა მონსტრმა სიტყვით გამოსასვლელად აირჩია გაეროს გენასამბლეის ტრიბუნა, სადაც ცოტა ხნის წინ წარდგნენ მსოფლიო ლიდერები.
„დროა ადამიანებმა შეწყვიტონ თავის მართლება და ცვლილებები დაიწყონ“, – განაცხადა დინოზავრმა.
მან ასევე დასვა რიტორიკული შეკითხვა: „ჩვენ თავის გასამართლებლად ასტეროიდი გვქონდა, თქვენ რით იმართლებთ თავს?!“
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია გლაზგოში 31 ოქტომბერს დაიწყება და 12 ნოემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 30 ათასი ადამიანი 200 ქვეყნიდან. კონფერენციას დაესწრებიან სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები და მაღალჩინოსნები.