ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა

ბასილაშვილისა და ბერეტინის შეხვედრა 2 საათი და 10 წუთი გაგრძელდა.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (25-ე ადგილი АТР-ს რეიტინგში) ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე АТР-250 სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
29 წლის ქართველ ჩოგბურთელს ვენის ტურნირზე მესამე ნომრად განთესილმა მატეო ბერეტინიმ სამ სეტში ანგარიშით 7:6, 2:6, 3:6 სძლია.
ქართველი ჩოგბურთელი ვენის ტურნირის მერვედფინალში მოხვდა
შეხვედრის პირველ სეტში ჩოგბურთელებმა უდანაკარგოდ იასპარეზეს და საკუთარი ჩაწოდებები გამოიყენეს. შედეგად საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილი მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდა და გამარჯვებაც მოიპოვა. მეორე სეტი კარგად დაიწყო იტალიელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც ბრეიკი მალევე შეასრულა და უპირატესობა მოიპოვა. მატეო ბერეტინიმ მეორე სეტში ანგარიშით 6:2 იმარჯვა და დაპირისპირება გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა. იტალიელმა სპორტსმენმა შეხვედრის ბედი მესამე სეტის სტარტზევე გადაწყვიტა. ბასილაშვილმა პირველივე ჩაწოდება დათმო, რითიც ბერეტინიმ ისარგებლა და ერთი ბრეიკის უპირატესობით მოიგო.
ბერეტინისა და ბასილაშვილს შორის შეხვედრა 2 საათი და 10 წუთი გაგრძელდა.
Erste Bank Open-ის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2 მილიონ ევროს აღწევს, მოქმედი ჩემპიონი კი რუსი ანდრეი რუბლიოვია, რომელიც წელს ტურნირზე არ ასპარეზობს.