„ძალიან ნერვიულობს...“ – ქეთა თოფურიას შვილი საძინებელში შეუვარდა და ვიდეო გადაუღო

ქეთა თოფურიას გოგონა სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება სოციალურ ქსელებში.
Sputnik
ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ოლივიას მიერ გადაღებული უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დედა-შვილი კარგად ერთობა. ვიდეოში ჩანს, რომ ოლივია დედას საძინებელში თავს დაადგა და გადაღება სცადა, თუმცა ქეთამ ვიდეოში გამოჩენას თავი აარიდა. „ეს დედაჩემია - ქეთა თოფურია, ძალიან ნერვიულობს, რადგან ცნობილია და გამოჩენა არ უნდა. მე ქეთას გოგონა ვარ, ოლივია გეიხმანი“, – ამბობს ვიდეოში გოგონა.
ოლივია გეიხმანი A'Studio-ს ქართველ სოლისტს ქეთა თოფურიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, მეორე შვილი ადამი კი იანვარში ბიზნესმენ ლევ დენგოვისგან ეყოლა, რომელთანაც ვარსკვლავი უკვე თითქმის ერთი წელია ქორწინებაში იმყოფება. წყვილმა პანდემიის დროს მოკრძალებული ხელისმოწერა გამართა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი ესწრებოდა.
ქეთა დიდი ხანი ასაიდუმლოებდა ორსულობას და დღემდე არ აჩენს პატარა ადამის სახეს. სავარაუდოდ, მომღერალი ადამს ვარსკვლავური გამოჩენისთვის ამზადებს და მას საზოგადოება პირდაპირ ჟურნალის ყდებიდან იხილავს.