მსოფლიო დღეს

კორონავირუსის კიდევ ერთი გართულება: აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგები

ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გაცილებით ხშირია ყურადღებასა და გონებრივი ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. მეხსიერების დაკარგვა შესაძლოა COVID-19-ის ხანგრძლივი შედეგი იყოს, ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.
სპეციალისტები აკვირდებოდნენ ნიუ-იორკში 740 პაციენტს და მათ წინასწარ გამორიცხეს დემენციის არსებობა ექსპერიმენტის მონაწილეებში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პოსკოვიდური სინდრომის სიმპტომები ბავშვებში: მეცნიერებმა ჩამონათვალი გამოაქვეყნეს
კვლევისას კოვიდ-გადატანილთა 24%-ს გამოუვლინდა კოგნიტური დარღვევები, რომლებიც დამახსოვრების უნარს უკავშირდება. კიდევ 23%-მა ვერ გაიხსენა მათთვის ადრე ცნობილი ფაქტები, აღნიშნეს მეცნიერებმა.
იმ პაციენტებთან შედარებით, ვინც ინფექცია მსუბუქი ფორმით გადაიტანა, ჰოსპიტალიზებული პაციენტები გაცილებით უფრო ხშირად აწყდებოდნენ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდებოდა ყურადღებისა და შესრულების უნარს, ასევე გონებრივი ამოცანების შესრულების სისწრაფეს. გარდა ამისა, მათ უფრო გაუჭირდათ სიტყვების მოფიქრება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. ექსპერიმენტის დროს მათ სთხოვეს დაესახელებინათ ასო „ს“-თი დაწყებული სიტყვები ან, მაგალითად, ჩამოეთვალათ ცხოველები, ნათქვამია სტატიაში.