სააკაშვილის მომხრეებმა ზუგდიდში დიდი აქცია გამართეს – ვიდეო

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში მრავალათასიანი აქცია გამართა, რომლითაც დაასრულა წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელოში.
Sputnik
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მოედანი მთლიანად დაიკავეს. მათ თან ჰქონდათ საქართველოს დროშები, პლაკატები საკუთარი რაიონის დასახელებითა და წარწერით „თავისუფლება მიშას!“
აქციაზე გაჟღერდა მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც სამეგრელოს მოსახლეობისადმი, რომელშიც მან მხარდამჭერები გაამხნევა და „საქართველოს გათავისუფლების დაწყებისკენ“ მოუწოდა.
სამეგრელო ერთ-ერთი რეგიონია, რომელშიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები. რეგიონის თითქმის ყველა რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში პირველი ადგილი დაიკავეს. განსაკუთრებული დარტყმა „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდის შედეგებმა მიაყენა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხოლოდ სამი პროცენტი დააკლდა პირველსავე ტურში გასამარჯვებლად.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, მოსახლეობა აირჩევს 20 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოს წევრებს.