საქართველოს სანაპირო დაცვამ ჩინეთის დროშით მცურავი გემი დააკავა

გემის კაპიტანს, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ჩინეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი HONG FA SHANG HAI დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანს, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცა.
ფაქტზე საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.