„ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო, რომ პროექტში მიმეღო მონაწილეობა“ – სალომე ღვინიაშვილის ტანგო

Sputnik
მოდელმა, ტელეწამყვანმა და დიზაინერმა სალომე ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს არ უნდოდათ, რომ მას მონაწილეობა მიეღო პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.
როგორც სალომემ გადაცემაში ინტერვიუს დროს განაცხადა, ეცდება მაქსიმალური გააკეთოს და ამისთვის თავს არ დაზოგავს. პირველ ცეკვად სალომემ მეწყვილე ლევან ახვლედიანთან ერთად „ტანგო“ შეასრულა.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-10 საიუბილეო სეზონი გუშინ, 25 ოქტომბერს დაიწყო ტელეკომპანია „იმედის“ არხზე. პროექტში 11 ცნობილი ადამიანი მონაწილეობს.