ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს, პირად თუ ოჯახურ კადრებს და ხელმომწერების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებებს იღებს.
ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია სალომეს პირადი ცხოვრება. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანმა რამდენიმე წლის წინ მესამედ იქორწინა და ამით საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. სალომეს წინა ურთიერთობებიდან ორი შვილი მაშო და ციბუკა ჰყავს, ხოლო ვახო ნიკოლაიშვილთან ქორწინების შემდეგ კიდევ ორი ვაჟი შეეძინა.
სალომე გოგიაშვილმა პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩემს მესამე ქორწინებაზე რომ იწყებენ ლაპარაკს, ამბობენ ხოლმე, რა გიჭირთ, ერთი და იგივე ხალხი თხოვდებითო. პრინციპში, ეს უნდა შეგეძლოს, ერთგვარი ნიჭია. ალბათ ჩვენ, ეგეთებს, უფრო მეტი მოხიბვლის ნიჭი გვაქვს, მაგრამ მთავარი რა არის? ის, რომ იპოვო შენი მეწყვილე. აღმოვაჩინე, რომ ვახოა ჩემი მეწყვილე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვს, ძალიან ხისტია, ძალიან მკაცრია, ცოტა უხასიათოც არის, ჩემთან პირიქით ხდება და ძალიან ვაბალანსებთ ერთმანეთს“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.
ტელეწამყვანის ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გოგიაშვილმა „ნანუკას შოუში“ გაიხსენა, როგორ დატოვა ყოფილმა ქმარმა ბავშვებთან ერთად ღია ცისქვეშ და თან პირწმინდად გაძარცვა.