მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე დროებით მოძრაობა აიკრძალება

ქვეშეთი–კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს სამი საათით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) გზის მონაკვეთზე 27 ოქტომბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე ქვეშეთი–კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო საბურღი დანადგარის კონვეიერის სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება.
აღნიშნული სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.