46 წლის ლეონარდო დი კაპრიო და 24 წლის კამილა მორონე ჰავაიზე გადაიღეს. წყვილი უკვე ოთხი წელია, რაც ერთმანეთს ხვდება და მათი ურთიერთობა დღითი დღე სერიოზულდება.
მოდელი და დამწყები მსახიობი ლეოს მშობლებს კარგად იცნობს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სერიოზული ურთიერთობა დი კაპრიოს ჯერ არც ერთ შეყვარებულთან არ ჰქონია.
წყვილი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ქოქოსით ხელში სანაპიროსკენ მიემართებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მსახიობი საკმაოდ იყო წონაში მომატებული, თუმცა ახლა ლეომ პირვანდელი ტანადობა დაიბრუნა.