თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.762-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 698.944-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 639.564 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.953), გარდაიცვალა – 9.831 (ბოლო 24 საათში – 43). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.186 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 975 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 48.090 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35.647, PCR–ტესტით – 12.443.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,9%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო 7 დღის – 8,97%.
სულ ჩატარებულია 1.955.943 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.927 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.