თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.762 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.523 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 933, კახეთი – 658, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 378, შიდა ქართლი – 378, ქვემო ქართლი – 273, აჭარა – 179, მცხეთა-მთიანეთი – 166, გურია – 116, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.953 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 639.564-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 43 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.831-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 49.523 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.186 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.381, იმერეთში – 1.266, აჭარაში – 491.
1.530 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 325 პირი, მათგან თბილისში – 180, იმერეთში – 33, აჭარაში – 30. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 975 ადამიანი, მათ შორის 571 – თბილისში, 203 – აჭარაში. 42.362 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – სამი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36.580 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.762-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 698.944-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.