ერდოღანმა და ალიევმა ყარაბაღში აეროპორტი გახსნეს – ვიდეო

თურქეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ფიზულის აეროპორტში დაჯდა. თურქ კოლეგას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დახვდა, შემდეგ კი მათ ერთად გადაჭრეს ლენტი.
Sputnik
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს ყარაბაღში აეროპორტის გახსნაში.
თურქეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ფიზულის აეროპორტში დაჯდა, სადაც მას აზერბაიჯანელი კოლეგა შეეგება. შემდეგ პრეზიდენტებმა ლენტი ერთად გადაჭრეს და აეროპორტი გახსნეს. პრეზიდენტებს ყარაბაღის სიმბოლური გასაღებიც გადასცეს.
ახალი აეროპორტის ფუნდამენტის მშენებლობა 12 იანვარს დაიწყო, ხოლო პირველი საცდელი გაფრენა 22 აგვისტოს განხორციელდა.
აეროპორტს ნებისმიერი ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავის, მათ შორის სატვირთო თვითმფრინავების მიღება შეუძლია.