ვიდეოში ელის-მარია სააკაშვილი მუსიკას ჰყვება და ცეკვავს. გოგონა ამერიკაში დაიბადა. რამდენიმე დღის წინ POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია: „სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნდა ქალიშვილთან, ელის-მარია სააკაშვილთან ერთად“. გოგონას გვარმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მომღერალი დღემდე არც შვილის სახეს და არც მამის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა აიტაცა მინიშნება, რომ ბავშვის მამა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.