შტატ კალიფორნიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც მოჰყვა წყალდიდობა და მეწყერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია 25 სანტიმეტრამდე ნალექი.
ქარიშხალი მოჰყვა ტყის ხანძრების ყველაზე ინტენსიურ სეზონს კალიფორნიის ისტორიაში, ახლა კი წყალდიდობებმა შტატი კიდევ უფრო დააზარალა.
ძლიერმა ქარიშხალმა „რიკიმ“ ასევე გადაუარა მექსიკაში წყნარი ოკეანის სანაპიროს, რასაც ძლიერი წვიმა ახლდა.