თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინის უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავა კრიმინალური დაჯგუფების წევრები ე.წ. სოხუმი-ქუთაისის კლანიდან. ამის შესახებ საუბარია უწყების განცხადებაში.
მთლიანობაში, სუმის ოლქში 50-მდე ადამიანი დააკავეს.
უწყების მონაცემებით, დაჯგუფების წევრები ცდილობდნენ კრიმინალური გავლენის გავრცელებას უკრაინის რამდენიმე რეგიონის მცხოვრებლებზე, რა მიზნითაც ადგილებზე დაჯგუფებები შექმნეს.
ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ამოიღო ე.წ. ატმიჩკები, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ბარათები, „მოვალეთა“ ხელწერილები.
დაკავებულებს ბრალი ედებათ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით - „გამოძალვა“, „დანაშაულებრივი ზეგავლენის გავრცელება ან დამყარება“ და „თაღლითობა“.