მსოფლიო დღეს

უცნობმა პირებმა სუდანის პრემიერი შინაპატიმრობაში აიყვანეს

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკა უცნობმა პირებმა შინაპატიმპრობაში აიყვანეს, დაკავებულია კიდევ ოთხი მინისტრი, იუწყება Al Jazeera.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ეს ქმედება სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა განახორციელეს, რომლებსაც ამოსაცნობი ნიშნები არ აქვთ.
ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მოძრაობა ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და სამხედრო დამპყრობლებისთვის წინაარმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს.
არმიას ამ დროისათვის დედაქალაქ ხარტმუისკენ მიმავალი ყველა გზა და ხიდი ბლოკირებული აქვს.
არსებული ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ინფორმაციის, ფინანსთა, მრეწველობისა და კომუნიკაციების მინისტრები. მათ გარდა ასევე დააკავეს ხარტუმის გუბერნატორი და ქვეყნის მმართველი სუვერენული საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. ამ დროისათვის დაკავებები გრძელდება.
როგორც მოსალოდნელია, მოგვიანებთ სუვერენული საბჭოს თავმჯდომარე აბდელ ფატაჰ ალ-ბურხანი განცხადებას გააკეთებს და განმარტავს, რა ხდება ქვეყანაში.
ამასთან მრეწველობის მინისტრის ქალიშვილმა, იბრაგიმა შეიხმა Al Jazeera-ს განუცხადა, რომ მისი მამა იმ გაერთიანებული რაზმების წევრებმა დააკავეს, რომლებიც ივნისში ჩამოყალიბდა სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის ბრძანებით.
მანამდე, 21 სექტემბერს სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღიკვეთა. გადატრიალების ორგანიზატორები და მონაწილეები იმავე დღეს დააკავეს.