თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ქრიზანთემების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება თბილისის ბოტანიკურ ბაღში 6-7 ნოემბერს, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული ყვავილების ფესტივალის ფორმატი შეიცვალა, ამიტომ მსურველებს დედაქალაქის მთავარი ბაღის მხოლოდ ქრიზანთემის ბაზრობის მონახულება შეუძლიათ.
გამოფენაზე სტუმრები სხვადასხვა ჯიშის ქრიზანთემებს გაეცნობიან. გარდა ამისა, ორგანიზატორები სტუმრებს შესთავაზებენ ცხელ შოკოლადს, წაბლს და გლინტვეინს სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.
ღონისძიება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია.