მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, მათ შორის სოციალურ ქსელში. „ინსტაგრამზე“, სადაც თითქმის ნახევარი მილიონი ხელმომწერი ჰყავს, ინტერნეტ-მომხმარებლებს მის ყოველდღიურობას უზიარებს.
ამჯერად ბეგაშვილი წლების წინანდელ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ის პერიოდია ასახული, როდესაც ორსულად იყო და შემდეგ გოგონა გააჩინა. „საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. გაჩნდა პატარა არსება. ვერ გამეგო, მეთამაშა თუ ბავშვი გამეზარდა. და ჩემი არანორმალური მეგობრები", – წერს ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილს ერთი შვილი ევა ბარბაქაძე ჰყავს, რომელიც მეუღლესთან დაშორების შემდეგ მარტომ გაზარდა. მოდელი და მსახიობი ხშირად ჰყვება ინტერვიუებში, რომ სანამ ასეთი ცნობილი გახდებოდა, რთული გზის გავლა მოუწია და ძალიან უჭირდა ფინანსურად, თუმცა ახლა ყველაფერს დამოუკიდებლად უმკლავდება და თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას აძლევს.