„იჯექი ციხეში!“ - სააკაშვილის ქუთაისელმა მოწინააღმდეგეებმა ციხესთან აქცია გამართეს

ექს-პრეზიდენტ მიხეილს სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლების მოწინააღმდეგეებმა რუსთავის №12 ციხესთან აქცია დღეს გვიან ღამით გამართეს. იხილეთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს სპონტანური მიტინგი
Sputnik
საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. მათი თქმით, ისინი ქუთაისიდან ჩამოვიდნენ და თითოეული მათგანი ან მათი ოჯახის წევრი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია.
ადგილზე არც სპეციალური სცენაა მოწყობილი და არც ბანერებია გაკრული. აპარატურიდან არის მხოლოდ ორი მიკროფონი და დინამიკები. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მიტინგი სპონტანურად დაიგეგმა მათივე ინიციატივით.
„სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს და პასუხი აგოს თავისი დანაშაულებისთვის“, — განუცხადეს ჟურნალისტებს შეკრებილებმა.
მათი თქით, ციხესთან გვიან ღამემდე დარჩებიან, რათა პატიმარ სააკაშვილს ხმა მიაწვდინონ და თავი შეახსენონ.
ციხესთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.