კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში - ეპიცენტრი რუსთავთან იყო

წინასწარი მონაცემებით, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისიდან 17 კილომეტრში, ქალაქ რუსთავთან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:52 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.