თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის დროით 22:09 საათზე ქალაქ ონიდან 4 კილომეტრში, სოფელ ქვედთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 14 კმ სიღრმეზე მდებარეობდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
გარდა ამისა, დღესვე, დაახლოებით 21:00 საათზე საქართველო-სომხეთის საზღვართან, ბავრას დასახლებული პუნქტის მახლობლად, 2,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება Sputnik-სომხეთი სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მიწისძვრა შირაქის ოლქის სოფელ ბავრას აღმოსავლეთით, 8 კმ-ის დაშორებით მოხდა. კერა მდებარეობდა 10 კმ-ის სიღრმეზე.
ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების ძალამ 3 ბალი შეადგინა. 2-3 ბალიანი სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა ქალაქებში ტაშირსა და ალავერდში, ლორეს ოლქის სოფელ სარჩაპეტში.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათს, 16:57 სთ-ზე, 2,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დარეგისტრირდა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სოფელ ბავრას ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კმ-ის დაშორებით. კერა 10 კმ-ის სიღრმეზე იყო. ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3-4 ბალი შეადგინა.
გარდა ამისა, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ორი მიწისძვრა ასევე 24 ოქტომბერს მოხდა.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.