ქართველი მოკრივეები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებენ

მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას 105 ქვეყნის მოკრივეები მიიღებენ. ტურნირი დღეს დაიწყო და 6 ნოემბერს დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კრივის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 7-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა თეიმურაზ ოჩიგავამ და ბექა ლობჟანიძემ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი მოკრივეები შეარჩიეს:
(48კგ) - სახილ ალახვერდოვი
(51კგ) - ნოდარ დარბაიძე
(60კგ) - არტიუშ გომციანი
(67კგ) - ლაშა გურული
(75კგ) - გიორგი ხარაბაძე
(86კგ) - არტემ იორდანიანი
(92კგ) - გიორგი ჭიღლაძე
მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას მოკრივეები 105 ქვეყნიდან მიიღებენ. ტურნირის წინასწარი რაუნდები დღეს 25 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. ნახევარფინალური ეტაპები 4 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ფინალები 5 და 6 ნოემბერს გაიმართება.