თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (25-ე ადგილი АТР-ს რეიტინგში) АТР-250 სერიის ტურნირის მეორე რაუნდში გადავიდა. ჩემპიონატი ვენაში იმართება.
პირველ წრეში ბასილაშვილმა სამ სეტში (7:5, 4:6, 6:3) მოუგო მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას (Pablo Carreño Busta). შეხვედრა ორსაათ-ნახევარზე მეტხანს გრძელდებოდა.
სამივე პარტია თანაბრად წარიმართა და თითოეული მათგანის ბედი მხოლოდ ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი სეტი 7:5 მოიგო, მეორეში 4:6 დათმო, მესამე სეტში კი 3:3 შემდეგ მომდევნო სამი გეიმი მოიგო და მერვედფინალში გავიდა.
მეორე წრეში გასვლამ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხის თითქმის 33 ათასი ევრო მოუტანა.
მეოთხედფინალში მოსახვედრად ბასილაშვილი შეხვდება ალექსეი პოპირინისა (77, ავსტრალია) და მატეო ბერეტინის (7, იტალია) წყვილის გამარჯვებულს.
Erste Bank Open საერთო საპრიზო ფონდი თითქმის ორ მილიონ ევროს აღწევს, მოქმედი ჩემპიონი კი რუსი ანდრეი რუბლიოვია, რომელიც წელს ტურნირზე არ ასპარეზობს.