საქართველოს პარლამენტის შენობა გამაგრებას საჭიროებს

პარლამენტის შენობაში დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანოს შენობის ერთ-ერთ კორპუსში გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით საქართველო პარლამენტის აპარატმა ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუბარია C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრებაზე. უწყების ცნობით, ანალოგიური სამუშაოები რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით.
„საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოს განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის შენობა თბილისში 1938-1953 წლებში აშენდა. 2012 წელს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადავიდა. ორი წლის შემდეგ, 2014 წელს, „ქართული ოცნების" მთავრობამ დეპუტატები საბჭოთა ეპოქის ძველ შენობაში დააბრუნა. თბილისში საკომიტეტო მოსმენები და ბიუროს სხდომები იმართებოდა, ხოლო პლენარული სხდომები ქუთაისში. 2019 წლის თებერვლიდან კი პარლამენტი საბოლოოდ გადმოვიდა ქუთაისიდან თბილისში.