მსოფლიო დღეს

კოლუმბიაში 6 მილიონ დოლარად შეფასებული ნარკობარონი დააკავეს: ვრცელდება ვიდეოკადრები

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. კოლუმბიაში დაკავებულია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკობარონი დაირო ანტონიო უსაგა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი კრიმინალური ორგანიზაცია Clan del Golfo-ს ხელმძღვანელად მიჩნევა, იუწყება Reuters-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია კოლუმბიური კოკაინის მიწოდებების დაახლოებით 50%-ს აკონტროლებს.
ნარკობარონი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს, რომელშიც 500 პოლიციელი და 22 ვერტმფრენი მონაწილეობდა. სპეცოპერაციისას ერთი პოლიციელი დაიღუპა.

„ეს ამ საუკუნეში ყველაზე ძლიერი დარტყმაა ჩვენს ქვეყანაში ნარკოვაჭრობაზე“, — განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკე მარკესმა.

მისი თქმით, უსაგას დაკავება მხოლოს ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის დაკავებას შეიძლება შედარდეს.
აღინიშნება, რომ 50 წლის ანტონიო უსაგას შესახებ ინფორმაციისთვის, რომელიც ასევე ცნობილია მეტსახელებით: ოტონიელი, მაურისიო და მაო, აშშ-ის ხელისუფლებას 5 მილიონი დოლარი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, რასაც კოლუმბიის ხელისუფლებამ თავის მხრივ კიდევ 800 ათასი დოლარი დაამატა. გარდა ნარკოვაჭრობისა, უსაგას ბრალად ედება პოლიციელების მკვლელობა, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა და არასრულწლოვნების გადაბირება კრიმინალურ ორგანიზაციაში.