აკვალანგისტმა ხმელთაშუა ზღვაში ჯვაროსნის ხმალი იპოვა – ფოტო

ზღვამ და დრომ უძველესი ხმალი ნიჟარებითა და წყალქვეშა ორგანიზმებით მოჭედა.
Sputnik
ხმალი ერთი მეტრის სიგრძის პირითა და 30 სმ სიგრძის ტარით აკვალანგისტმა ღუზებს, ლითონის ნამსხვრევებსა და კერამიკის ფრაგმენტებს შორის შენიშნა.
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფსკერზე არსებული არტეფაქტების აღმოჩენა ტალღების წყალობით გახდა შესაძლებელი. დინებამ მათზე გადაკრული ქვიშის ფენა გადარეცხა. აკვალანგისტმა ხმალი ნაპირზე ამოიტანა და დაუკავშირდა უძველესი ნივთების სპეციალურ სამსახურს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხმალი ეკუთვნოდა ჯვაროსანს, რომელიც წმინდა მიწაზე დაახლოებით ათასი წლის წინ გაემართა.
1 / 7

დაივერმა, რომელიც ქალაქ ჰაიფას მახლობლად ყვინთავდა, ჯვაროსნის ხმალი აღმოაჩინა

2 / 7

არქეოლოგ იაკოვ შარვიტის ვარაუდით, ჯვაროსანი რაინდებთან ერთად იმყოფებოდა ატლიტის ციტადელში

3 / 7

რელიკვია 1 მეტრის სიგრძისაა, მისი ასაკი დაახლოებით 900 წელია

4 / 7

ამ წყლებში ოდითგანვე ხშირი იყო სავაჭრო ხომალდები, აქ ხშირად პოულობენ ძვირფას არქეოლოგიურ არტეფაქტებს

5 / 7

მენიერები მიიჩნევენ, რომ ხმალი რკინისგანაა დამზადებული. თუმცა ყველაფერს ნათელს მოჰფენს რენტგენით შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების შედეგები

6 / 7

სავარაუდოდ, ხმალი ქვიშიან ფსკერზე ეგდო

7 / 7

ხმალი გასუფთავდება და აღდგება, რის შემდეგაც მისი ხილვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება