დისბაქტერიოზისგან სრულად განიკურნებით, თუ... – ექიმი ასახელებს იაფ და უნიკალურ პროდუქტს

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. კომბოსტოს მწნილს, რომელიც არაერთი დაავადების შემთხვევაშია სასარგებლო, აქვს კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი უნიკალური თვისება, რომელიც ხშირად ავიწყდებათ, აცხადებს ექიმი-ნუტრიგენეტიკოსი ანდრეი ზოლოტარიოვი რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
რატომ უნდა მიირთვათ კიტრის მწნილის წვენი: დასახელდა რამდენიმე საოცარი თვისება
მისი თქმით, კომბოსტოს დამწნილებისას, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, C ვიტამინი კიდევ უფრო აქტიურ მდგომარეობაში გადადის და სხვადასხვა დაავადებებს ებრძვის, მათ შორის ავიტამინოზსა და სურავანდს, რის გამოც მიჰქონდათ კიდეც ეს პროდუქტი მეზღვაურებს შორეულ მოგზაურობაში.

„მაგრამ ხშირად ავიწყდებათ კომბოსტოს მწნილის უმთავრესი უნიკალური თვისება: სწორედ კომბოსტოს მწნილს შეუძლია პრაქტიკულად სრულად აღმოფხვრას დისბაქტერიოზის პრობლემა. საქმე ისაა, რომ ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, რომლებიც კარგი საკვებია მიკროფლორისთვის, იმუნიტეტი კი დიდწილად ნაწლავების მუშაობაზეა დამოკიდებული“, — განმარტა სპეციალისტმა.

ამასთან ექიმი გირჩევთ, რომ ნაყიდ მწნილს ჭამამდე წყალი გადაავლოთ, რათა მას მარილის, ძმრისა და ასევე გემოს გამაძლიერებელი კონსერვანტების ზედმეტი რაოდენობა მოაშოროთ.
სპეციალისტმა განმარტა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კომბოსტოს მწნილის შეძენისას:
მწნილი არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ძმარს;
უნდა იყოს ახალი;
კომბოსტოს ნაჭრები, მისი ბოჭკოები უნდა იყოს მაგარი და მკვრივი. თუ ისინი დარბილებულია, ე.ი. უკვე ძველია — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვარგისიანობის ვადა ჯერ ისევ აქვს;
თუ მწნილში დამატებულია სტაფილო და რომელიმე კენკრა (მაგალითად, მოცვი), პროდუქტი კიდევ უფრო სასარგებლო იქნება.
ამასთან ექიმი გვაფრთხილებს, რომ გარკვეული დაავადებებისას კომბოსტოს მწნილის მიღება არ არის რეკომენდებული. ასეთი დაავადებებია: გასტრირი, წყლული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები.