COVID-19 - ბოლო ცნობები

46 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 635.611 ადამიანი. ჩატარებულია 1.950.693 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.877 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.942-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 694.182-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 635.611 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.650), გარდაიცვალა – 9.788 (ბოლო 24 საათში – 46). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.166 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.022 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.847 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13.643, PCR–ტესტით – 9.204.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,5%, ბოლო 14 დღის – 89,05%, ბოლო 7 დღის – 9,04%.
სულ ჩატარებულია 1.950.693 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.877 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.