თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით „შინელი“ იაროსლავლში საზღვარგარეთის რუსული თეატრების მესამე ფესტივალს გახსნის.
ფესტივალი 25–31 ოქტომბერს ტარდება. თავიანთ სპექტაკლებს წარმოადგენენ საქართველოს, ბელარუსის, მოლდოვის, ტაჯიკეთისა და სხვა ქვეყნების რუსულენოვანი თეატრები, განიხილავენ უცხოეთში რუსული თეატრების მუშაობის შემოქმედებით და პრაქტიკულ საკითხებს.
სპექტაკლ „შინელის" რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი. მთავარ, აკაკი აკაკიევიჩ ბაშმაჩკინის როლს ასრულებს აპოლონ კუბლაშვილი. დადგმის სცენოგრაფია ეკუთვნის საქართველოს სახალხო მხატვარს მირიან შველიძეს, ქორეოგრაფია – გია მარღანიას.