თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველები სვანეთში შუახნის მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ კანკია დაახლოებით 1 კვირის წინ ჭუბერიდან სამეგრელოს მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია. ის მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში სახერხ საამქროში მუშაობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში, წალენჯიხაში წასვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, პოლიციის გარდა, მეხანძრე-მაშველებიც არიან ჩართული.