თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 25-26 ოქტომბერს ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კერძოდ, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, აღნიშნავენ უწყებაში.