თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. დმანისიდან 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:04 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.