თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დედაქალაქის გარკვეულ უბნებში გაიმართება სოფლის პროდუქტების გაყიდვა, ასევე მოხდება საპატიო თბილისელების დაჯილდოება.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გარევაჭრობა გაიმართება ჩუღურეთში, სამგორში, დიდუბეში, დიღმის მასივში და საბურთალოზე.
„23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორიაზე; გლდანში - ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში – სტანისლავსკის ქუჩაზე, („დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია); დიღმის მასივში – პაიჭაძის ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე); საბურთალოზე – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში – „გეგეშიძის ბაღში“.
თბილისის მერია წელსაც დააჯილდოებს საპატიო თბილისელებს. ღონისძიება დღეისთვისაა დაგეგმილი.
შარშან თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიებები პანდემიიდან გამო გაუქმდა. წელსაც „თბილისობის“ ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიებები არ იმართება.
8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც სახლის ჩამონგრევის გამო ცხრა ადამიანი დაიღუპა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მუსიკალური წარმოდგენა, ხოლო მისთვის გამოყოფილი თანხა ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხა.