თბილისში დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე მეგობრებთან ერთობა - მომღერალი ვიდეოს აქვეყნებს

სოფო ნიჟარაძე რამდენიმე დღის წინ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა
Sputnik
მომღერალი სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მეგობრებს შეხვდა. როგორც სოფოს „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, მომღერალი მეგობარს ესტუმრა დაბადების დღეზე.
რამდენიმე დღის წინ POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია: „სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნდა ქალიშვილთან, ელის-მარია სააკაშვილთან ერთად“. გოგონას გვარმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
სოფო ნიჟარაძემ შვილი ამერიკაში გააჩინა. ის წელიწადზე მეტი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი.
მომღერალი დღემდე არც შვილის სახეს და არც მამის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა აიტაცა მინიშნება, რომ ბავშვის მამა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.