თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ ხანძარი იყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სასაწყობე ფართში გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.