სამი წლის განმავლობაში გერის გაუპატიურებისთვის მამაკაცს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

გამოძიების მონაცემებით, ბავშვი 14 წელს მიუღწეველი იყო
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს გერის გაუპატიურებისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასევე, დაზარალებულის მიმართ სისტემატურად ძალადობას ახორციელებდა.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საქმის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
ბრალდებულს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 11’-ე, 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გაუპატიურება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი). აღნიშნული დანაშაულის მაქსიმალური სასჯელი 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.