COVID-19 - ბოლო ცნობები

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.467-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 688.804-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.467 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.462 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 876, კახეთი - 734, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, შიდა ქართლი - 300, ქვემო ქართლი - 283, მცხეთა-მთიანეთი - 123, აჭარა - 119, სამცხე-ჯავახეთი - 107, გურია - 78, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 626.478-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 42 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.699-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 52.601 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.925 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.186, აჭარაში - 510, იმერეთში - 1.286.
1.425 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 304 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 35, იმერეთში - 30. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 993 ადამიანი, მათ შორის 554 - თბილისში, 224 - აჭარაში.
45.683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 23 ოქტომბერი
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38.248 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.467-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 688.804-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.